საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები აგვისტოში ოთხ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპს მონტენეგროსთან თბილისური მატჩით იწყებს. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ჩვენი გუნდი პორტუგალიაში ითამაშებს. ორივე ოფიციალურ მატჩს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ასევე ჩვენს არხებზე ნახავთ საკონტროლო მატჩს ისრაელის წინააღმდეგ, რომელიც 23 აგვისტოს გაიმართება. 19 აგვისტოს კი დახურული ამხანაგური შეხვედრაა ლიბანის ნაკრებთან.
საქართველო-ისრაელის თამაშის ბილეთების გაყიდვა – 3 აგვისტოს, ხოლო საქართველო-მონტენეგროს თამაშის ბილეთების გაყიდვა 10 აგვისტოს biletebi.ge-ზე დაიწყება.