საქართველოს ჰიმნი ნინო მაჩაიძის შესრულებით [ვიდეო]

თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა.

ამის შემდეგ წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ექვს ადგილზე – თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში – ქოროღლის ციხეზე.

სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.