საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ფელდმაიერის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პატრიარქის ღვაწლი განსაკუთრებით გამორჩეულია ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებაში.
„გამოვთქვამ ჩემს ღრმა მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის გარდაცვალების გამო. დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. თავისი ცხოვრება მან მთლიანად მიუძღვნა საქართველოს, მის სულიერ გაძლიერებას, ერთიანობასა და მშვიდობას. პატრიარქის ღვაწლი განსაკუთრებით გამორჩეულია ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებაში. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, მთელ ერს. უფალმა ნათელში დაამკვიდროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სული და ნუგეში მიანიჭოს ყველა მგლოვარეს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.