საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე და მოადგილეები ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, გიგა ძნელაძე და ამირან გულუაშვილი.
თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ასევე იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს.
გენერალურმა პროკურორმა მოადგილეებთან ერთად კახეთის საოლქო პროკურატურის ახლად რეაბილიტირებული შენობა და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო დაათვალიერა. გაეცნო სამუშაო პირობებს და აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებულია პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის მათ საქმიანობას.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.