საქართველოს ფუტსალს ნაკრები თელავში ემზადება #1TVSPORT

00:44, 04.11.2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლიბანთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება თელავში, სადაც ისტორიაში პირველად ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 5 და 7 ნოემბერს ლიბანის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მზადების პროცესისა და მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების ფეხბურთელებმა, ალი ასლანიმ და ლევან სვანიძემ ისაუბრეს.

ალი ასლანი, ფუტსალის ნაკრების წევრი: „ვემზადებით ლიბანის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი თამაშებისთვის. საინტერესო შეხვედრები გველის. აზიის დონეზე ლიბანი საკმაოდ კარგი გუნდია. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე“.

ლევან სვანიძე, ფუტსალის ნაკრების წევრი: „ეროვნული ნაკრების მაისურით ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და გამონაკლისი არც ეს შეხვედრები იქნება. სამწუხაროდ, ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ამავე დროს გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც მათ ჩანაცვლებას შეეცდებიან. მაქსიმალურად კარგად ვემზადებით და ორივე მატჩის მოგება გვსურს“.

5 ნოემბერს, საქართველოსა და ლიბანის ფუტსალის ეროვნული გუნდების ამხანაგური მატჩი 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 7 ნოემბერს – 14:00 საათზე. ორივე მატჩზე დასწრება უფასოა.

მსგავსი