„საქართველოს ფოსტამ“ საქართველოდან იტალიასა და საბერძნეთში ამანათების ტარიფი შეამცირა
„საქართველოს ფოსტამ“ საქართველოდან იტალიასა და საბერძნეთში ამანათების ტარიფი შეამცირა

„საქართველოს ფოსტამ“ კამპანია „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“ დაიწყო, რაც საქართველოდან იტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით ამანათების სახმელეთო გზით გაგზავნის ტარიფის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს.

ფოსტის ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ საბერძნეთსა და იტალიაში ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს.

ამასთანავე, კომპანიის ცნობით, „საქართველოს ფოსტა“ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ ადგილზე, თავად მოახდინონ ამანათების გაცემა-შეგროვება და გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი, ხოლო საბერძნეთსა და იტალიაში, „საქართველოს ფოსტის“ პარტნიორი ემიგრანტების მიერ მიღებული ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოში და მათ ადგილზე დარიგებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა“.

პროექტის ფარგლებში, ტარიფი ვრცელდება სახმელეთო ამანათებზე, რომლის მიმდინარე საფასური საბერძნეთის მიმართულებით არის 1 კგ. – 1,5 ევრო, ხოლო იტალიის მიმართულებით 1 კგ. – 2 ევრო. აღნიშნული ტარიფი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის შიგთავსის მქონე ამანათებზე.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია „საქართველოს ფოსტის“ ყველა სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.