„საქართველოს ფოსტა“ პირადი საფოსტო ყუთების არარსებობას პრობლემატურ საკითხად ასახელებს
„საქართველოს ფოსტა“ პირადი საფოსტო ყუთების არარსებობას პრობლემატურ საკითხად ასახელებს

პირადი საფოსტო ყუთების თემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია „საქართველოს ფოსტისთვის“ – ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და მისი განხორციელება არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება.

„საფოსტო ყუთების თემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია დღეს ეროვნული ოპერატორისთვის. არც ერთი ქვეყნის საფოსტო ოპერატორი არ არის მსგავს მდგომარეობაში, რომ პირადი საფოსტო ყუთები არ აქვს. შემკრები საფოსტო ყუთები საქართველოს ფოსტამ განათავსა და ქვეყნის მასშტაბით, სულ 200 ერთეულია“, –  განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

ჩიკვაიძის თქმით, „საქართველოს ფოსტა“ ევროპის ქვეყნების ათეულშია, ჩაბარების ხარისხის მაჩვენებლით. ამასთან, ჩიკვაიძის თქმით, გასული წლის მთავარი სიახლე ე.წ. სოციალური პროექტია, რომლის შედეგადაც ქვეყნის ნებისმიერ მისამართზე ამანათის მიტანის ღირებულება 3 ლარია.