„საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან უკრაინისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ტვირთებს უფასოდ მოემსახურება
„საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან უკრაინისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ტვირთებს უფასოდ მოემსახურება

„საქართველოს ფოსტა“, უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით“, – აღნიშნულია განცხადებაში.