"საქართველოს ფოსტა" ელექტრონული კომერციით დაკავებულ მეწარმეებს ახალ მომსახურებას სთავაზობს
"საქართველოს ფოსტა"  ელექტრონული კომერციით დაკავებულ მეწარმეებს ახალ მომსახურებას სთავაზობს

“საქართველოს ფოსტამ” ახალი მომსახურების, ღია ელექტრონული პლატფორმა  “ქართული პროდუქტი მსოფლიოს” პრეზენტაცია გამართა.

საქართელოს ფოსტა” ელექტრონული კომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს ღია ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება აწარმოოს ელექტრონული კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.  პროდუქცია ექსპორტზე გატანისას , მათ ტრანსპორტირებას  საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და ადგილმდებარეობის შესახებ. მომხმარებელი ასევე შეძლებს ისარგებლოს გზავნილის დაზღვევის სერვისით.