საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტესტირების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მაჭავარიანი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში მკურნალობს.