საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა 4 ივნისს გაიმართება #1TVSPORT
სფფ-ის XXXIV ყრილობა 4 ივნისს გაიმართება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ეს არაა საარჩევნო ყრილობა, არამედ საანგარიშო შეხვედრაა, რომელშიც სფფ-ის ყველა სუბიექტი მონაწილეობს და ყოველწლიურად ფედერაციის ხელმძღვანელები და დელეგატები განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ პროექტებს განიხილავენ.
ამჯერად რიგითი ყრილობა 4 ივნისს თბილისში ჩატარდება. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, სფფ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტის და ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი იქნება გაწეული საქმიანობის და ფინანსური ანგარიში. დამტკიცდება ორგანიზაციის ახალი ბიუჯეტი.
რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ყრილობა – 11:00 საათზე.