საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ სფფ-ის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, გადარჩენილ მოქალაქეებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს. სფფ-ის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოს, გლოვის დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველა მატჩი გადაიდო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო“, – ნათქვამია წერილში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.