საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო.

19 წლის ფეხბურთელი ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, კლუბს და მთელ საფეხბურთო ოჯახს“,  – წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მაშველებმა გაუჩინარებული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.