საქართველოს ევროპული სამეზობლოს და აშშ-ის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი ვენდი მორტონი სტუმრობს
საქართველოს ევროპული სამეზობლოს და აშშ-ის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი ვენდი მორტონი პირველად სტუმრობს.
ბრიტანელი მინისტრი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს, რომ ბრიტანეთი და საქართველო ახლო მოკავშირეები არიან და მოხარულია, რომ ქვეყნებს შორის დინამიკურ პარტნიორობას მოქმედებაში ნახავს. ვენდი მორტონი მისალმებას ქართულ ენაზე აქვეყნებს.
„დილა მშვიდობისა, საქართველო. შესანიშნავია დღეს ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, ბრიტანეთისა და საქართველოს დინამიკური პარტნიორობის მოქმედებაში ნახვა. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძლიერდება“, – წერს ბრიტანელი მინისტრი.
დილა მშვიდობისა საქართველო! Wonderful to make my first visit to Tbilisi today, and see the vibrant UK 🇬🇧 – Georgia 🇬🇪 partnership in action. Our countries are close allies and I’m delighted that our relationship is going from strength to strength.
— Wendy Morton MP (@morton_wendy) February 15, 2021