საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 21 დეკემბერს დასრულდება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.