საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია
საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ეწვია. აღსანიშნავია, რომ ეს არის გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტი ქვეყანაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის  მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით.

 

დატოვე კომენტარი