საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან შვიდი მედლით დაბრუნდა

06:18, 23.11.2021

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამშობლოში შვიდი მედლით გამთენიისას დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

პარამოფარიკავეებმა სამ დისციპლინაში (ხმალი, რაპირა, დაშნა, A და B კატეგორიები) იასპარეზეს. ირმა ხეცურიანი ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გვანცა ზადიშვილმა ხმალში ვერცხლი აიღო, ნინა თიბილაშვილმა კი ხმალში, რაპირაში და დაშნაში – სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი