საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა სან პაულუს თასი მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში, სან პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ჩვენი გუნდის წევრებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირის გუნდური შეჯიბრის ნახევარფინალში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 45:10 დაამარცხეს, ხოლო ფინალში იტალიის ძლიერ გუნდს 45:26 სძლიეს და სან პაულუს თასის გამარჯვებულები გახდნენ.
ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ექვსი მედლით დაასრულა. ჩვენი გოგონების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.