საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მილიონი აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა.

ცენტრალური ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე 24-ე სავალუტო ინტერვენციაა.

ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 823 400 000 დოლარი გაყიდა.