საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 19 822 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 19 822 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 3 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 25 მლნ. აშშ დოლარი.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე 19 822 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3111 შეადგინა.

ცენტრალური ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე 25-ე სავალუტო ინტერვენციაა.

ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 843 222 000 დოლარი გაყიდა.