საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

10:53, 18.08.2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე (სეუ) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა.

ადგილზე ექვსი ამცრელი ჯგუფი მუშაობს და ყოველდღიურად 1 000-ზე მეტი მოქალაქის აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.

ცენტრი წინანდლის N 19-ში მდებარეობს.

ადგილზე დილიდან მოქალაქეების აქტიურობა მაღალია.

მსგავსი