საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, წინანდლის ქუჩაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი 18 აგვისტოდან გაიხსნება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, წინანდლის ქუჩაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი 18 აგვისტოდან გაიხსნება

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) 18 აგვისტოდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმისვაქცინებით.

აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.