საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა

22 დეკემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართება.

სესიას საპატიოს სტუმრის სტატუსით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის ეოკ-ის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა დაესწრება.

2017 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ სესიაზე ანგარიშით სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი წარსდგება.

სესიაზე ასევე იმსჯელებენ ზამთრის 2018 წლის XXIII ოლიმპიური თამაშებისთვის (პიონჩანგი, სამხრეთ კორეა, 9-25 თებერვალი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადებისა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.

ხვალვე, საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა.