საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე – ზეიმი თბილისის ქუჩებში [ფოტო]

02:48, 27.03.2024

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება გულშემატკივრებმა თბილისის ქუჩებში აღნიშნეს.

ამასთან, ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენადან“ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა და იქ შეკრებილ გულშემატკივართან ერთად იზეიმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მსგავსი