საქართველოს ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება „მიხეილ მესხი 2“-ზე დაიწყო.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ ვარჯიშში მხოლოდ 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზო მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია.

„ჯვაროსნები“ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. 2 ივნისს რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს, 5 ივნისს კი ჩვენი მეტოქე ბაჰრეინი იქნება. ორივე დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.