საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტს „ციფრული თბილისი“ მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტს „ციფრული თბილისი“ მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტს „ციფრული თბილისი“, მასპინძლობს. პროექტი დღეიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

პროექტი ფრანგული მულტიმედიური ფესტივალის „სკოპიტონის“ ( Scopitone. Stereolux. ნანტი. საფრანგეთი) შვილობილ ფესტივალს წარმოადგენს თბილისში, და ის ადაპტირებულია ქართული სახელოვნებო სცენისთვის.

სკოპიტონი“ უკვე 18 წელია ყოველწლიური ფესტივალია ქალაქ ნანტში, რომელიც აერთიანებს მუსიკას, პერფორმანსის ხელოვნებას, გამოფენებს, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, მედია ხელოვნებისა და გამოხატვის ახალ გზებსა და ინსპირაციებს.

„ციფრული თბილისის“ მიზანია ფრანგულ „სკოპიტონთან“ კოლაბორაციის შედეგად, ქართველ ხელოვანებთან ერთად შეიქმნას საინტერესო კო-პროდუქცია საერთაშორისო სახელოვნებო სცენისთვის და პარალელურად, თბილისი ფესტივალის ფარგლებში, წლიდან-წლამდე საერთაშორისო არტისტებისთვის მიმზიდველ პროფესიულ ჰაბად იქცეს.