საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე ხვალ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

13:34, 18.03.2020

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, სავალუტო ბაზარზე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. ამ დღეს ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

მსგავსი