საქართველოს ეროვნულ პარკებს 2018 წელს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია
საქართველოს ეროვნულ პარკებს 2018 წელს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის – 1 130 462 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათშორის 53% ქართველია, ხოლო 47% უცხოელი.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: პრომეთეს მღვიმეს; მარტვილის კანიონს; ყაზბეგის ეროვნულ პარკს; თბილისის ეროვნულ პარკს; ოკაცეს კანიონს;

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

2018 წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული თანხა – 8 417 991 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ემზადება 2019 წლის ეკოტურისტული სეზონისთვის.

საქართველოს ეროვნულ პარკებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე წელს ვიზიტორებისთვის კიდევ ერთი ახალი ეკოტურისტული მიმართულება – ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნება, სადაც ეკოტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა მოეწყო.

დატოვე კომენტარი