საქართველოს ელჩმა ლევილის მამულში პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების საფლავები ყვავილებით შეამკო
საქართველოს ელჩმა ლევილის მამულში პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების საფლავები ყვავილებით შეამკო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში თეა კატუკია, ასევე საელჩოს თანამშრომლები ლევილის ქართულ მამულს ეწვივნენ.

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, მათ პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები.