საქართველოს ელჩმა „ავსტრალიის ბიზნესის სამიტის“ მონაწილეებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა, სიდნეიში, „ავსტრალიის ბიზნესის სამიტის საბჭოს“ (Australia Business Summit Council (ABSC)) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ელჩმა ავსტრალიის წამყვანი ბიზნესწრეების და მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის შესახებ.
„ღონისძიებაზე „ავსტრალიის ბიზნესის სამიტის საბჭოს“ ყოველწლიური ჟურნალის „ეკონომოსის“ / Ekonomos (https://www.absc.online/ekonomos-menu.php) 2025 წლის გამოშვება წარადგინეს, სადაც გამოქვეყნებულია საქართველოს ელჩის სტატია „საქართველო – ბიზნესის წარმოების ცენტრი“/«Georgia – The Hub For Doing Business“.
სტატიაში საუბარია საქართველოს საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ეკონომიკის პერსპექტიულ დარგებზე, ავსტრალია-საქართველოს კავშირებსა და სამომავლო გეგმებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.