საქართველოს ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. ის მოქალაქეებს თურქეთის 31 დიდ ქალაქში გამოცხადებული 48-საათიანი კომენდანტის საათის შესახებ აფრთხილებს.

ჯანჯღავა აღნიშნავს, რომ ​კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 12 აპრილის შუაღამემდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

„ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280;

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00;

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26;

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – აღნიშნულია გიორგი ჯანჯღავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.