საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მხარდამჭერი პოზიციები.

„შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააძლიერონ სტრატეგიული პარტნიორობა და განავითარონ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისათვის.