საქართველოს ელჩი კანადის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი კანადის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრიუდოსა და მის მეუღლეს სოფი ტრიუდოს შეხვდა.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას ელჩმა და პრემიერ-მინისტრმა კანადა-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. მისი თქმით, საელჩოს მიზანია უზრუნველყოს „მეტი კანადა საქართველოში და მეტი საქართველო კანადაში“. ჯასტინ ტრიუდო დაეთანხმა ამ შეფასებას და თავის მხრივ გაიხსენა მამასთან, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან პიერ ტრიუდოსთან ერთად 1980-იან წლებში თბილისში ვიზიტი.