ესტონეთში, ქუვეიტში, ისრაელსა და მოლდოვაში საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებენ
ესტონეთში, ქუვეიტში, ისრაელსა და მოლდოვაში საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებენ

ესტონეთში, ქუვეიტში, ისრაელსა და მოლდოვაში საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. უკვე გამოიცა მთავრობის შესაბამისი განკარგულებები.

დიპლომატების გათავისუფლების წინადადებით, მინისტრთა კაბინეტი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

საქართველოს ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი თანამდებობას დატოვებს პირველი ივნისიდან; საქართველოს ელჩი ქუვეიტში როლანდ ბერიძე და საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე – პირველი ივლისიდან; საქართველოს ელჩი მოლდოვაში მერაბ ანთაძე კი 2020 წლის პირველი იანვრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩების ცვლილება გეგმიურია და როტაციის ვადის გასვლას უკავშირდება.

მთავრობის განკარგულებები 5 აპრილით თარიღდება და მათ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.