საქართველოს ეკონომიკა შვიდ თვეში 5,5 პროცენტით გაიზარდა, ივლისში კი, წლიურმა ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა
საქართველოს ეკონომიკა შვიდ თვეში 5,5 პროცენტით გაიზარდა, ივლისში კი, წლიურმა ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა

საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის შვიდ თვეში 5,5 პროცენტით გაიზარდა, – აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მიმდინარე წლის ივლისში კი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,6 პროცენტი შეადგინა.

წინასწარი შეფასებით, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,5 პროცენტს უნდა მიაღწიოს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნული პროგნოზი 5,5 პროცენტამდე გაზარდეს.