საქართველოს ებრაულმა თემმა ლაშა შაყულაშვილი ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა
საქართველოს ებრაულმა თემმა ლაშა შაყულაშვილი ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა

საქართველოს ებრაულმა თემმა ლაშა შაყულაშვილი ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა.

ლაშა შაყულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ებრაისტიკის პროგრამის მოწვეული ლექტორი, როტშილდების ფონდისა და ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევარია. Მან 2022 წელს, 96 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში იდიშური ენის საუნივერსიტეტო სწავლება აღადგინა; მისი კურსის პირველივე გამოშვების ცხრავე სტუდენტმა კი სწავლა თელ ავივის უნივერსიტეტში სრული სტიპენდიით გააგრძელა. 2023 წლის მარტში ლაშა შაყულაშვილს ბრიტანული „პოლონსკის“ პრიზი გადაეცა, რომელიც ებრაისტიკის დარგში ინოვაციურ სწავლებას ეძღვნება.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის სახელმწიფოზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ლაშა შაყულაშვილმა ისრაელიდან ევაკუაციაზე უარი თქვა და მიმდინარე ომს არაერთი სტატუსი, სატელევიზიო ჩართვა მიუძღვნა  ქართულ, რუსულ, იდიშურ და ინგლისურ ენებზე. იგი ჩართულია თელ ავივის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიერ მართულ მედიაპროგრამაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ომის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

ამასთან, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ლიანა მარქარიანის რუბრიკა „სახეებში“ ლაშა შაყულაშვილის ისტორიაზე სიუჟეტი მომზადდა.