საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრები პრაღისთვის ძიუდოს აკადემიაში ვარჯიშობს (ფოტო-გალერეა)
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვაჟთა ეროვნული გუნდი პრაღაში დაგეგმილი კონტინენტის პირველობისთვის უკვე მეორე კვირაა თბილისში ძიუდოს აკადემიაში ემზადება.
მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით ამ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი მიიწვიეს.
ვაჟთა ნაკრებმა პირველი-ორი შეკრება ჩაქვსა და ბაკურიანში გაიარა, თუმცა წვრთნის ორივე პროცესი არასრული შემადგენლობით ჩატარდა და შეკრებაზე მხოლოდ პირველ-მეორე ნომრებით დაკომპლექტებული გუნდი იყო.
შეკრების პირველი ნაწილი უფრო სარელაქსაციო-აღდგენითი ხასიათისა იყო, მეორე კი ფიზიკურ დატვირთვას დაეთმო. გუნდმა უკვე სრული დატვირთვით დაიწყო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნითი ეტაპი. დღევანდელი ინფორმაციით ძიუდოში კონტინენტის პირველობა 8-დან 10 ნოემბერის ჩათვლით პრაღაში უნდა გაიმართოს.