საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატურებს განიხილავენ
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატურებს განიხილავენ

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. აღმასკომზე ეროვნული ნაკრების სავარაუდო ახალი მწვრთნელების კანდიდატურებს განიხილავენ. ამ წუთებში ჰოლანდიელი სპეციალისტის ლუი ვანდებოშის სამწვრთნელო ხედვების პრეზენტაცია მიმდინარეობს. დავით ქევხიშვილის განცხადებით ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

აღმასკომს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სხდომას საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ესწრებოდა, რომელსაც დავით ქევხიშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.

ხაბარელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ მწვრთნელის ასარჩევად ფედერაციის პრეზიდენტმა შეუსაბამო დრო აირჩია. მისი აზრით ქართულ ძიუდოში ახლა სხვა პრობლემები არის მოსაგვარებელი. ხაბარელი აცხადებს, რომ ქევხიშვილი სიტუაციის ესკალაციას ცდილობს.