საქართველოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტების თითქმის ერთთვიანი პროტესტი დასრულდა.
სპორტსმენები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას არ იღებდნენ. მას შემდეგ რაც ორი დღის წინ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, ეროვნული გუნდის წევრებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს ძიუდოისტებმა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის დარბაზში პირველად ივარჯიშეს.
ხვალ ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება და რიგგარეშე ყრილობას მოიწვევენ, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ იმსჯელებენ.