საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. დღეს ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი გამოვიდა. 66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი და ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილი მერვედფინალში დამარცხდნენ და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე მომდევნო ორი დღის განმავლობაში კიდევ ცხრა ძიუდოისტი იჭიდავებს (7 მამაკაცი და 2 ქალი). ჩვენს გუნდში გამოცდილ და ტიტულოვან ძიუდოისტებთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა სპორტსმენიც ასპარეზობს.