საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა ერთი ოქროთი და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, ბრინჯაოს პრიზიორი – ლუკა მაისურაძე.

ძიუდოისტებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და ქართული სიმღერით წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.

„რთული ასპარეზობა იყო, თუმცა მოვახერხეთ და მედალი მოვიპოვე. ბევრი ვიშრომე, ბევრი შრომა ჩადეს მწვრთნელებმა და მიხარია, რომ ეს შრომა დაფასდა. ამაყი ვარ, რომ ხალხის სიხარულის მიზეზი გავხდი“, – განაცხადა ლუხუმ ჩხვიმიანმა.

ქართველმა ძიუდოისტებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. სპორტსმენების თქმით, დღეიდან უკვე ოლიმპიადისთვის იწყებენ მომზადებას.