საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

18:59, 21.03.2018

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

“ეს ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ჩვენი მხრიდან მინიმალური, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, არის ის, რომ მოვედით და მივუსამძიმრეთ ოჯახს. ვიზიარებთ ამ ტკივილს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი შემთხვევა უკანასკნელი იქნება”, – განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მსგავსი