საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები სავარჯიშოდ სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები სავარჯიშოდ სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები: ბექა ღვინიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი სავარჯიშოდ სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ. ძიუდოისტებთან ერთად კორეაში მწვრთნელი გურამ მოდებაძე, ექიმი გიორგი მგელაძე და მასაჟისტი რუსლან ღიბრაძე წავიდნენ.

ძიუდოს ფედერაციის მიერ შედგენილი გეგმის თანახმად სამხრეთ კორეაში 17, ხოლო იაპონიაში შეკრებაზე 6 ძიუდოისტი უნდა წასულიყო. ამ დროისთვის, იაპონიაში ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ვარჯიშობენ. 24-27 მაისს კი ნაკრებს, ჩინეთის გრან-პრიზზე მონაწილეობა აქვს დაგეგმილი, სადაც საქართველო 12 სპორტსმენით უნდა წარდგეს.