საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად გურამ მოდებაძე იმუშავებს.
ეს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. გურამ მოდებაძე მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად მუშაობას საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ შეუდგება.
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი 27-28 დეკემბერს გაიმართება.