საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მიზანი საპენსიო რეფორმის შესახებ ბიზნესსექტორისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა ბიზნესსექტორის მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმა. იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან რეფორმა უკვე ამოქმედდება და ბიზნესს ექნება ვალდებულება, ჩაერთოს, მათ აინტერესებთ, როგორ უნდა დაინერგოს სიახლე.

ასევე შეხვედრაზე, განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა, ახალი საპენსიო სისტემის პრინციპები, დაგროვების წესი, საპენსიო სააგენტოს ფუნქციები და საპენსიო რეფორმის გავლენა ბიზნესზე.

შეხვედრას 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. მათ საშუალება აქვთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ პასუხები თემასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე. გარდა ამისა, შეხვედრაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ ძირითადი პრობლემური საკითხების შესახებ, რაც შეიძლება თან ახლდეს აღნიშნული რეფორმის ამოქმედებას.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ რეფორმის შესახებ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც დაიგეგმოს.