საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლონდონში, ები-როუდზე „ხორუმით“ აღნიშნეს [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლონდონის ცნობილ ები-როუდზე (Abbey Road) ქართული ცეკვა „ხორუმით“ აღნიშნეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული საათი – 17:10 საათი ეროვნული ჰიმნის შესრულებით თბილისის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში აღნიშნეს.