საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში საზეიმოდ აღინიშნა

21:31, 26.05.2026

საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ცენტრალურ მოედნებზე მოეწყო მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და ადგილობრივი შემსრულებლების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების კულმინაციისას, 17:10 წუთზე ქალაქებში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა.

პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. 26 მაისის აღნიშვნა გალაკონცერტით დასრულდა, სადაც, სახელმწიფო ჰიმნთან ერთად, ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შესრულდა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მსგავსი