საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიღება ხვალიდან განახლდება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიღება ხვალიდან განახლდება

ხვალიდან, 15 ივნისიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას აღადგენს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსქრინინგი. ამასთან, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

„დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ულამაზესი ბუნებით, ხელუხლებელი ტყეებით, კანიონებით, მღვიმეებით, დინოზავრის ნაკვალევითა და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა: ყაზბეგის ეროვნული პარკი; მარტვილის კანიონი; პრომეთეს მღვიმე; ოკაცეს კანიონი; თბილისის ეროვნული პარკი“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი