საქართველოს ბიზნესასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ
საქართველოს ბიზნესასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ

საქართველოს ბიზნესასოციაცია დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართავს შეხვედრას, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, ვიცე-პრეზიდენტები და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრის მიზანია იმ სამართლებრივი საკითხების განხილვა, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბიზნესსუბიექტების საქმიანობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ბიზნესმენებს მიაწვდის ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შექმნილი კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის საქმიანობისა და განხილული საქმეების სტატისტიკის შესახებ.

შეხვედრაზე ძირითად განსახილველ საკითხებს შორისაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვა/გეგმები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად; დისციპლინური სამართალწარმოება; მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები; სასამართლო სისტემაში საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის სრულყოფილად ამოქმედების ვადები და სხვ.

საქართველოს ბიზნესასოციაციისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 09:45 საათზე დაიწყება.