საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი მომდევნო ხუთი წლის ვადით, სოსო ფხაკაძემ დაიკავა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა პრეზიდენტად სოსო ფხაკაძე ასოციაციის საერთო ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ასოციაციაში განუცხადეს, ფხაკაძე ერთადერთი კანდიდატურა იყო.

რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კვლავ ლაშა პაპაშვილი დაიკავებს.

BAG-ის დღევანდელ საერთო ყრილობაზე ასევე გადაწყდა, რომ ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ცალ-ცალკე ორგანოები იყო, გაერთიანდება და 25 წევრით დაკომპლექტდება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წლის აპრილში დატოვა.